გამარჯობა, მე ვარ ქეთი 🤍
ჩემთვის ახალშობილების ფოტოსესია მხოლოდ ლამაზი კადრები არ არის. ეს არის მშვიდი, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გამოცდილება თქვენი პატარისთვის.
წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკაში, ცნობილ ახალშობილების ფოტოსტუდია SweetMe Photography-სთან. სწორედ იქ ჩამომიყალიბდა ის სტანდარტი, რომელსაც სტუდიო მაფინში გთავაზობთ — უსაფრთხოება, ესთეტიკა და სრულად პრემიუმ გამოცდილება.